2.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეების გამოკითხვა: როგორ სკოლაში უხარიათ ბავშვებს სწავლა. ახდენს თუ არა კეთილმოწყობილი ეზო, კარგად გარემონტებული გარემო მოსწავლეების გაწყობაზე,მათ მოტივაციაზე და უწყობს თუ არა ხელს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.გეგმის შედგენა დასახული მიზნის მისაღწევად.თანხების მოძიება.კოორდინატორის არჩევა ,რომელიც განაგებს მოძიებული თანხების მიზნობრივად ხარჯვას,ცოცხალი მუშახელის მოძიება, მათ შორის უფროსკლასელი მოსწავლეების,საჭირო მასალის მოტანა და იდეების განხორციელება.
მონაწილეთა ასაკი: 8-12 კლასები და ასევე 18-იდან 50 წლამდე
ვადები: 1.12.2008-15.06.2009
შესაძლო აქტივობები კლასში: გამოკითხვის ჩატარება კლასში,მოიძიონ მაგალითები სხვა სკოლებიდან თუ რისი შეცვლა მოახერხეს ბავშვებმა საკუთარი რესურსებით,შექმნან ესკიზები,მაკეტები,ჩანახატები, და ბოლოს თვითონაც მიიღონ მონაწილეობა სკოლის კეთილმოწყობაში.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიხვდებიან , რომ მათ აზრს პატივს სცემენ,მათ გემოვნებას აფასებენ,სკოლას შეხედავენ როგორც მათ საერთო სახლს.ისწავლიან ურთიერთპატივისცემას,ერთურთის აზრის გაზიარებას, შრომას,სხვისი შრომის დაფასებას და გაფრთხილებას.ამის ფონზე სწავლის ხარისხიც აიწევს . ვფიქრობ მივიღებთ ორმაგ მოგებას:სკოლაც გალამაზდება და მოსწავლეებიც ხალისით და მეტი ცოდნის შეძენით ივლიან სკოლაში.
სარგებელი სხვებისთვის: ყველას სიამოვნებს ლამაზი,მოვლილი,გამწვანებული სკოლის ეზოს ყურება.მოსწავლეები მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას. გახდებიან გულისხმიერნი, აღარ ექნებათ სურვილი თავისი ხელით შექმნილი სილამაზე გააფუჭონ და დაანაგვიანონ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი. მუშაობის პროცესში საჭირო იქნება ბიოლოგიის ,მათემატიკის,ხელოვნების,შრომის საგნების გამოყენება.
ფასილიტატორი: ხათუნა გოგოჭური . 158-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი
